სატრფიალო


სატრფიალო


არწივს ამშვენებს  ცაში ნავარდი,
მწყერს კი გოგმანი ხორბლის ყანაში,
შენს სახეს ხალი დასკუპებული,
ერთი გიპოვნე მთელ ქვეყანაში.

რა დამაძინებს მე შენს გარეშე,
თვალი ხატებას როცა მოგკარი,
ნუღარ მაწვალებ ,ასე ნელ-ნელა,
აჰა დამბაჩა ,აქვე მომკალი.

დამნაშავე ვარ ,სხვას მე რა ვუთხრა,
ანდა  მე შენს გულს რითი ვუწამლო,
ჩემი კოცნაა შენი წამალი,
რითაც მორჩები ისევ უწამლოდ.

არწივს ამშვენებს ცაში ნავარდი,
დასკუპებული შენს სახეს ხალი,
ეს დღეც დაღამდა გუშინდელივით,
იმედი დამრჩა ,მე უკვე  ხვალის.
 
აყვავებულა თებერვლის თვეში,
ჩიტისთვალა და ბუჩქთან ენძელა,
მაინც მოგძებნი  ,, ცხრა მთა,,  ზღვის იქით ,
დროც რომ არ მეყოს შენს საძებნელად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი