მე რომ შენ მიყვარხარ, ბევრმა არც იცისო
მე რომ შენ მიყვარხარ ,ბევრმა არც იცისო ქალი ყვავილია, სხვას რას შევადარო და მე სურნელება მათრობს ნარცისისო, ზოგს ვარდი მოსწონს, ვისთვის მისართმევად, მე რომ შენ მიყვარხარ , ბევრმა არც იცისო. ქალი ყვავილია , ვისთვის ო როგორი, კაცს რომ ქალი უყვარს ,განა არ იცისო?! მოდი გავამხილოთ, ჩვენი სიყვარული, მათაც გავუმხილოთ, ვინც რომ არ იცისო. ქალი ყვავილია, უნდა გაახარო, მე ხომ მებაღე ვარ, ჩემი ნარცისისო, ხვალე სხვა მებაღეც ჩვენზე ისაუბრებს, მან ჩვენს სიყვარულზე ბევრი რამ იცისო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი