მერცხალი არ ვარ შემოვჭიკჭიკდე
მერცხალი არ ვარ შემოვჭიკჭიკდე მერცხალი არ ვარ შემოვჭიკჭიკდე და გაზაფზულის მოსვლა გახარო, ჩიტის თვალა ხარ, ზოგჯერ ენძელა, მორცხვობ, სიმორცხვით იას ჰგავხარო. მართალია რომ ბევრსაც ვერა ვსვავ, ღვინით ყანწი რომ ყანწზე დავცალო, ღვინის ჭიქითაც შენ გადღეგრძელებ, ჩემი სიცოცხლე შენ განაცვალო. მინდა მიყვარდე, შენი სახელი, ბოლოწუთამდეც ამ გულში ვმალო, შენ თუ დაგმალე , მოვა სიკვდილი, ყველა გაიგებს სად დავემალო. მერცხალი არ ვარ შემოვჭიკჭიკდე და გაზაფხულის მოსვლა გახარო, ჩიტის თვალა ხარ? ია? ენძელა? მითხარი ქალო ვინ ხარ, რა ხარო. ჩიტის თვალა ხარ, ზოგჯერ ენძელა, მორცხვობ ,სიმორცხვით იას ჰგავხარო, მე ისღა დამრჩა ,გითხრა მიყვარხარ და გაზაფხულის მოსვლა გახარო. ხო, გაზაფხულის მახარობელით, სიმორცხვით რა ვთქვა ,იას ჰგავხარო, მართალიც ვიყოთ, ქალის წინაშე, ჩვენი კაცობით თავი დავხაროთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი