დავობლდი, ეხლა უპატრონოდ ვარ
დავობლდი, ეხლა უპატრონოდ ვარ დავობლდი, ეხლა უპატრონოდ ვარ, ვინ არის ჩემი მიმხედ- მომხედი. ჭიშკართან დედა აღარ დამხვდება, მამა არ მეტყვის- შვილო, მოხვედი? სად იყო შიში , სად იყო თოვლი, სად იყო ქარი, საერთოდ ქროდა ? როცა, მე მყავდა დედა და მამა და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დავობლდი, ეხლა უპატრონო ვარ, როგორც უვაცოდ მთაში ცხვრის ფარა, სიზმარში მამა ბუხარს ანთებდა, დედამ საბანი მე დამაფარა. მერეღა ხვდები, როცა აღარ გყავს, არცერთი გვერდში, ვინ გყავს მომხედი. ჭიშკართან დედა დღეს აღარ დამხვდა, მამამ არ მითხრა -შვილო, მოხვედი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი