ქალო უკვე სხვისი გქვია
ქალო უკვე სხვისი გქვია ბავშვობაში მოპარული, ვაშლი, კომში, სხვენში ვმალე, ქალო, შენი სიყვარული, მომკალი და ვერ დავმალე. დღესაც მიყვარს ნაქურდალი, ბროწეული, ვაშლი, მსხალი, შენს ტუჩებთან დამალულა, სირცხვილისგან კოხტა ხალი. მომასწავლეს სად ცხოვრობდი, ეს სოფელი კიკეთია, ქალო უკვე სხვისი გქვია, ეგ ბეჭედიც გიკეთია. ბავშვობაში მოპარული, ვაშლი, კომში, სხვენში ვმალე, გათხოვილი რომ ყოფილხარ, ქალო რატომ დამიმალე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი