ლილია


მე გამაჩუმებს მხოლოდ სიკვდილი
და შემდეგ შენი კოცნა  ლილია,
შენი ბრდღვიალა თაფლის თვალებით,
დღეს  რუსთაველზე   გამოგივლია.

მე გამაჩუმებს მხოლოდ სიკვდილი
და შემდეგ შენი კოცნა ლილია,
მე ვერ დაგხატავ ,როგირც ნიკალა,
ვერც ლექს დაგიწერ ,როგორც ილია.

მოვიპარები გაზაფხულივით,
შენს ფანჯარასთან გოგოვ ,ლილია,
უნდა მოგიყვე, სიყვარულისთვის,
მე რა მანძილი გამომივლია.

მე მეყვარები ,როგორც კაცს  ქალი,
ხო ,სიყვარულზე გეტყვი ლილია,
ეს სიყვარული მართლა არსებობს,
განა წყაროზე მოგონილია.

მე გამაჩუმებს მხოლოდ სიკვდილი
და შემდეგ   შენი კოცნა ლილია,
მოვკვდე შენს ხელში, როგორც პეპელა,
ასე სიკვდილი ,იქნებ ტკბილია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი