ამ ღვინოსავით მეც გავთავდები


ამ ღვინოსავით მეც გავთავდები,



ამ ღვინოსავით მეც გავთავდები,
დავბერდი, აზრი, ხედვა მეცვლება,
რა სასიცოცხლო  ვიქნები  მერე,
თავში ტვინი   რომ  გამომეცლება.

ამ ღვინოსავით მეც გავთავდები,
ამ ღვინოსავით, წვეთ-წვეთ ვიცლები,
მინდა მოვასწრო ,სიტყვა მიყვარხარ,
ჯერ კიდევ ,სანამ გარდავიცვლები.

ჩემს ხელებს შენი ხელი უჭირავს,
დამჭკნარი ,როგორც ენძელის ღერო,
არ გამიბრაზდე  ,თუ შემეშალა,
ძველი  სიმღერა ისევ გიმღერო.

ამ  ღვინოსავით მეც გავთავდები,
ამ ღვინოსავით წვეთ-წვეთ ვიცლები,
არ შეგეშინდეს ჩემი სიკვდილის,
როცა ერთ დღესაც  გარდავიცვლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი