დედა.დამიბერდა


დედა დამიბერდა



დედა დამიბერდა, წელში მოიხარა,
თმები გაუთეთრდა, დაებინდა თვალი,
ღამე ფეხზე იყო ,  შვილს  ელოდებოდა,
დღესაც შემატყო, რომ მე მივედი  მთვრალი.

დედა დამიბერდა , წელში მოიხარა,
დედა შემოგევლოს მეტყვის ამომხედავს,
-მთვრალი მიწვაო და საბანს დამაფარებს,
არ გამიცივდესო დედა გამომხედავს.

დედა დამიბერდა,  ზოგჯერ ავადმყოფობს,
დღესაც ლოგინიდან ძლივს ასწია წელი,
დედი ,მადლობა ,რომ დედაჩემი გქვია,
დედი ,შენ იცოცხლე ერთი ასი წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი