სასაფლაო


სასაფლაო


რამხელა  არის, თვალს ვერ გააწვდენ,
ჩემო გიორგი , ეს სასაფლაო,
თხოვნა მექნება ,სიკვდილის შემდეგ,
მშობლების გვერდზე დამასაფლავო.

იქაც ხომ მინდა ვინმემ მომხედოს,
მხრებში გაშლილმა  იქაც ვიარო,
მე რას გავიგებ , ვინ დამიტირებს,
სასაფლაოზე ჩემთვის იარონ.

ოთხი   ფიცარი,  ისიც უბრალო,
არმინდა მქონდეს სასახლე -მუხის,
რომელსაც ყველა ხე და მცენარე,
ეთაყვანება და თავს რომ უხრის.

არ მინდა დიდი სუფრა, ღრეობა,
ფუჭი სიტყვები ,გულის მთაფლავი,
ვისაც ვახსოვარ,  სიკვდილის მერეც,
ემახსოვრება ჩემი საფლავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი