წუხელ დავითვერი
წუხელ დავითვერი ბევრი მომივიდა წუხელ დალევა და სახლში არ გავყევი ჩემს შვილსა და ნანეს, ისე დავითვერი , არაფერი მახსოვს, სახლში მივედი თუ სახლში მიმიტანეს. რით არ დავლიე და რაღა არ დავლიე, ვერ ამოვიხორე ამ ღვინით ფაშვიო, მერე სახლში მისულს ამირევია და ატირებულანო ცოლი და ბავშვიო. დილით გამეღვიძა, ვაი გათენებას, თვალებში ვერ ჩავხედე შვილსა და ნანეს, ისე დავითვერი ,ეხლაც ვერ ვიხსენებ, ჩემით მივედი თუ სახლში მიმიტანეს. დღესაც დავითვრები, ღვინო ისეთია, ღვინოში ფიქრები თოვლივით დამათოვდა, ხვალე ალბათ ისევ ვიტყვი ნაცნობ სიტყვებს, გუშინ სუფრაზე რომელი თამადობდა. ბევრი მომივიდა წუხელ დალევა და სახლში არ გავყევი ჩემს შვილსა და ნანეს, ისე დავითვერი, არაფერი მახსოვს, სახლში მივედი თუ სახლში მიმიტანეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი