ავადმყოფი
ავადმყოფი ავადმყოფოფა ღმერთმა მარგუნა და შენი თავი ექიმად , შეხე, შორიდან აბა ვინ მორჩენილა, მომიახლოვდი ,ხელზე შემეხე. მაჯაზე რითმი რომ გამისინჯო, გულის ბრაგუნის გაიგებ ხმასაც, ავადმყოფი ვარ ,ყველაფერს ვცდილობ, მოვეჭიდები ამაღამ ხავსსაც. ღმერთმა ექიმად შენ გამოგგზავნა, შენ გევალება ჩემი მორჩენა, უარს თუ მეტყვი ექიმობაზე, ჩემი სიცოცხლე დღესვე მორჩება. ავადმყოფს ბევრჯერ შეჰყვარებია, თავის ექიმი ,თავის მომრჩენი, ის ექიმი ხარ ,მე ავადმყოფი, შენი წამლობით მე რომ მოვრჩები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი