არვიცი ვინ ხარ, არიცი ვინ ვარ


არვიცი ვინ ხარ, არიცი ვინ ვარ


არვიცი ვინ ხარ, არიცი ვინ ვარ,
მხედავ  კაცი ვარ, გხედავ  ქალი ხარ,
მარტის წვიმა ხარ, მარტის თოვლი ხარ,
ამოვარდნილი მარტის  ქარი ხარ.

შენი თვალები მორცხვი, უბრალო,
მომიახლოვდა ჩამხედა  თვალში,
ო.როგორ მინდა  თეთრი გვირილა,
ჩაგაწნა გაშლილ  კუნაპეტ თმაში.

გავიდეთ სადმე ვინმემ არ გვნახოს,
დაგვატკბობს ღამის ქალაქის  ხედი,
მე სიყვარულში  გამოგიტყდები,
გინდა მეძახო ბრიყვი, თავხედი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი