ურთხელი,ნაძვი, მე და შენ
აყვავილდება ცას აწვდენილი, ის ასწლოვანი ნაძვი, ურთხელი, მაგრამ შენ ისევ ჩუმად იქნები, ალბათ მოვკვდები ისე უთქმელი. რომ ჩემი ლექსი ვერ წაგიკითხო, მინდოდა შენი ლექსით დათრობა, ვერ ვიჯერებდი შენი თვალები, ღვინის გარეშე მე დამათრობდა. დღეს ვინ დამიშლის აღარ დავლიო, მთვრალმა თავი მე როგორღა ვმართო, მითხარი სად ხარ ,დაუფიქრებლად , შენს მისამართზე გამოვემართო. ახალგაზრდობა ჩემი გაძარცვე , როგორც მძარცველმა უფლის საყდარი, შევეკითხები მთვარეს, ვარსკვლავებს, ქალი რომ მიყვარს , დღეს ის სად არი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი