მემინდა შეგეხო ,როგორც ხატს მირონმდინარეს
მე ისე მინდა შეგეხო ,როგორც ხატს მირონმდინარეს მე ისე მინდა შეგეხო ,როგორც ხატს მირონმდინარეს, შევძლებ კი ისე გიმღერო, როგორც ჰამლეტი მღეროდა, მოვკვდები, თოვლად ჩამოვალ, თეთრი ფიფქების პეპლებად, შენ ყვავილი ხარ რომელიც , კვირტს რომ ამოჰყოფს ღეროდან. ო,როგორ მინდა დავითვრე , შენი თვალების ფახულით, ყოველ ნაბიჯზე მთვრალივით ,ფეხი მერევა ვბანცალობ, რა ქალი ვნახე ხატება, ანგელოზია ღმერთების, სიკვდილო , შენი ჭირიმე,სიცოცხლე მასთან მაცალო. მე ისე მინდა დაგხატო, სხვა ხელმა ვეღარ დაგხატოს, ერთ ლექსში როგორ ჩაგტიო,ქალო,ლამაზო წაწალო , შუა გზაზე ნუ დამტოვებ,, გზააბნეული ჯიხვივით , გზა მომასწავლე შენამდე,შემრცხვება რომ ვიწანწალო. მე ისე მინდა შეგეხო ,როგორც ხატს მირონმდინარეს, სიკვდილმა მითხრა ,იცოცხლე, შენ რაღას მეტყვი წაწალო! დატენილია დამბაჩა, გამოკვრა უნდა სასხლეტის, ჩემი სიკვდილი თუ გინდა ,მომკალი არ გამაწვალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი