დამესიზმრე
დამესიზმრე წუხელ დამესიზმრე, რატომ გამეღვიძა, დილით გავახილე თვალები ლოგინში, თითქოს ხმა მომესმა, მაგრამ არა სჩანდი, წლები ასე გადის, ფიქრებში , ლოდინში. წუხელ დამესიზმრე , ძილში გეძახოდი, შენი სახელი მძინარეს მაბოდებდა, თვალი გავახილე , კიდევ დაგიძახე, მაგრამ არავინ , არავინ მაგონებდა. მთვარემ შემომცინა, მითხრა : -დაგესიზმრა. მე დაგნათოდი მძინარეს შენს სახესო, ათასჯერ მაინც გაიმეორებდიო, შენ რომ დამანახე ქალის იმ სახელსო. დღესაც დამესიზმრე, აღარ გამეღვიძოს, წლები ასე გავა ლოდინში, ფიქრებში, ე, რა დრო იყო, დრო სიზმრად გადაიქცა, რამდენჯერ მოვყოლილვართ წვიმაში, ფიფქებში. წუხელ დამესიზმრე ,ძილში გეძახოდი, ჩემი ფიქრები სამყაროს გასცდენოდა, დღეს მე ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, შენი სიყვარული მე რომ ამცდენოდა. მარტო მთვარემ იცის როგორ მიყვარხარ და შენი სახელი მძინარეს მაბოდებდა, გამომეღვიძა და კიდევ დაგიძახე, მაგრამ არავინ, არავინ მაგონებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი