მინდა დავეწაფო
მინდა დავეწაფო მინდა დავეწაფო შენს მკერდს როგორც ბავშვი, კერტები კბილებით დავსერო, დავგლიჯო, ჩაგებღაუჭო და ვეღარ მომიშორო, როგორც სისხლისმსმელი პატარა ბაღლინჯო. მინდა დავეწაფო ტუჩებს წყაროსავით, წყურვილი მომიკლას და გული რომ მიჯეროს, გითხრა არ მიყვარხარ,როგორ მოგატყუო, ხვალე რაც არ გითხრა, რაღა დამიჯერო. მინდა სიყვარულით ცაში აგაფრინო, მაღლა ვარსკვლავებთან გული რომ იჯერო, ჩემმა სიყვარულმა შენ ქალად გაქცია, სხვისი არსებობაც როგორ დაიჯერო. მინდა აყვავილდეს მინდვრად გვირილები, ყველა დავკრიფო და შენ მოგართვა მერე, შენ რომ დაგისველდა ცრემლით წამწამები, შენი სიყვარული მაშინ დავიჯერე. დიდი ასოებით კედელზე დავწერე, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ _ წარწერას შენც ალბათ ნახავდი, ეს დრო არასოდეს არ მოვა იცოდე, დაგემშვიდობო და რომ გითხრა ნახვამდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი