ბოლო მერცხალი
ბოლო მერცხალი მე დავინახე ამ გაზაფხულზე, მერცხალი ბუდეს რომ აშენებდა, ბუდეში, როგორც პატარა ბარტყი, შენს გვერდზე ყოფნა დამამშვენებდა. მე დავინახე შემოდგომაზე, ბოლო მერცხალიც ბუდეს ტოვებდა, მე არ მეგონა შენი დანახვა, დიდ საფიქრებელს დამიტოვებდა. და ალბათ ისევ იმ გაზაფხულზეც, მოფრინდებიან ჩემი მერცხლები, თუ არ მომხედე ,დაგიბერდები, თეთრი მთებივით შევივერცხლები. ბოლო მერცხალი მე დავინახე ამ გაზაფხულზე, მერცხალი ბუდეს რომ აშენებდა, ბუდეში, როგორც პატარა ბარტყი, შენს გვერდზე ყოფნა დამამშვენებდა. მე დავინახე შემოდგომაზე, ბოლო მერცხალიც ბუდეს ტოვებდა, მე არ მეგონა შენი დანახვა, დიდ საფიქრებელს დამიტოვებდა. და ალბათ ისევ იმ გაზაფხულზეც, მოფრინდებიან ჩემი მერცხლები, თუ არ მომხედე ,დაგიბერდები, თეთრი მთებივით შევივერცხლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი