მგელს ირმის კვალი არ აერევა


მგელს  ირმის კვალი არ აერევა


მგელს ირმის კვალი არ აერევა,
მე შენი სახლის კუთხე-კუნჭული,
დღეს ცა რომ იყოს უვარსკვლავებოდ,
შენამდე მოვალ თვალდახუჭული.

პეპელასავით სამი დღის შემდეგ,
იქნებ არც  ვიყო ქალო, ქალშავო,
რომ დამიჭიროს შენმა ხელებმა,
ისეთი რამე რა დავაშავო.

შენს სადღეგრძელოს დღეს ყველა დალევს,
გამოიცლება დოქი თუ ჭური,
დღეს ცა რომ იყოს უვარსკვლავებოდ,
შენამდე მოვალ თვალდახუჭული.

რომ ვთქვა დავღვინდი, ალბათ ჯერ არა,,
მთვრალს ხიფათები  არ დამელევა,
წუხელაც მთვრალი მივედი სახლში,
მე ერთი ჭიქაც არდამელევა.

ტირის არღანი , ფიქრმა წამიღო,
არღნის ხმას  ღიღინ-ღიღინ ავყვები,
ყვავილი ვიყო ,ქალოვ  შენს ხელში,
მზის  ამოსვლისას  აგიყვავდები.

ღვინო დამათრობს მე ძველებურად,
ნაბიჯს გადავდგავ და ამერევა,
შენმა თვალებმა  მინდა დამათროს,
მე ღვინის  წვეთი  არდამელევა.

მგელს ირმის კვალი არ აერევა,
მე შენი სახლის კუთხე-კუნჭული,
დღეს ცა რომ იყოს უვარსკვლავებოდ,
შენამდე მოვალ თვდახუჭული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი