ღალატი
ღალატი ქალის ნათქვამი ბევრჯერ დაგათრობს, ვერც წარმოიდგენ ისე, ჯეროვნად, მაგას სჯობდა ,რომ არ შემხვედროდი, წლები მე შენი როგორ მჯეროდა. აბა რომელ წყალს უნდა ჩაექრო, რა ჩააქრობდა ანთებულ კოცონს, ალბათ ამისი ღირსი ვიყავი, შენი სხეული დღეს სხვამ რომ კოცნოს. მე შენი ქუჩის ვიყავი მდგმური, ვერ მაშინებდა წვიმა თუ ქარი, ჩემს თავზე მეტად მე მეცოდება, შენ რომ უყვარხარ, დღეს შენი ქმარი. ქალის სიტყვები ბევრ სხვას დაათრობს, საფიქრალს რამდენ ვინმეს გაუჩენს, ქორწინებამდე ბევრიც ვერ მივა, ზოგჯერ შვილსაც რომ ისე გაუჩენს. არა თქვა ქალი სხვას არ შეხედავს, ,, ღალატის თესლი როცა უღვივის,, , იქ დამთავრდება შენი კაცობა, შენს მკლავზე იწვეს, სხვას რომ უღიმის. მე ისევ ქალის სიყვარულს ვეძებ და ეს იქნება ცხოვრების ბოლო, რა დაშავდება, დღეს რომ დავითვრე და პაპიროსი რომ გავაბოლო. ქალის სიტყვები ბევრჯერ დაგათრობს, ვერც წარმოიდგენ ისე ჯეროვნად, მე მეცოდება დღეს შენი ქმარი, წლები მე შენი ,როგორ მჯეროდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი