შემომიჩვიე
შემომიჩვიე შემომიჩვიე ,როგორც თაგვმა კატა სოროში, შემომიჩვიე, როგორც ვარდმა პეპლის გუნდები, ორი სიტყვაა, რაც უნდა თქვა ან ხო ან არა, პასუხისათვის წელიწადი ნუ მოუნდები. შემომიჩვიე ,როგორც ღვინომ ლოთი მარანში, შენი დანახვით უღვინოდაც მხედავ ვბრუვდები, შენს ცხოვრებაში თუ ჩათვალე, რომ ზედმეტი ვარ, ჩემს გზაზე წავალ, არასოდეს არდავბრუნდები. შემომიჩვიე, როგორც მწყერმა ძერა, მწევარი, დამაავადე ,როგორც გლეხის ხორბლის ყანები, ჩემს გზაზე წავალ ,უკან აღარ გამოვიხედავ, ოღონდ გავიგო ,რომ ჩემსავით სხვას ეყვარები. შემომიჩვიე ,როგორც თაგვმა კატა სოროში, კატას რა უნდა! დაიჭიროს ის თაგვი მალე, დღესვე რომ მოვკვდე ,არც სიკვდილის შემეშინდება, რაც გულში მქონდა ამოვხეთქე, არ დაგიმალე. ღვინო რადმინდა, როცა შენი დანახვაც მათრობს, შენი დანახვით უღვინოდაც როცა ვბრუვდები, დღესვე რომ მოვკვდე, არც სიკვდილის შემეშინდება, თუ დამიძახებ ,იქიდანაც გამოვბრუნდები. შემომიჩვიე ,როგორც ღვინომ ლოთი მარანში, შემომიჩვიე ,როგორც ვარდმა პეპლის გუნდები, ორი სიტყვაა ,რაც უნდა თქვა ან ხო ან არა, პასუხისათვის წელიწადი ნუ მოუნდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი