მეეზოვე


მეეზოვე

ყოველდღე დილით ხუთ საათზე ქალაქს რომ სძინავს,
ის უკვე იმ დროს დაღლილია დარდით და   შრომით,
ასე თუ ისე ,  ჩვენს  ჯიბეშიც  ,,გროშები,, ყრია,
თევდორესავით  ტკბილ ლუკმა-პურს როგორ   ვიშოვით.

წვიმს და ეს წვიმა  მალე თოვლად  გადაიქცევა,
მოედინება შავ ასფალტზე ცივი და   მდორე,
ყოველდღე, დილით ხუთ საათზე ისევ ადგება,
მთელი ქალაქის სიამაყე პაპა თევდორე.

- გათენებისას ფანჯარაში რომ გავიხედე,
პატარა ბოთლში ჩამოესხა თეთრი ღვინო და
ალბათ სციოდა,შემომხედა, გაგიმარჯოსო,
ლაზათიანად გადაჰკრა და თან მიღიმოდა.

ყოველდღე ,დილით ხუთ საათზე ყველას რომ სძინავს,
გაღვიძებასაც რომ ვერ ასწრებს ხეზე ბეღურა,
გუშინ გადაღლილს, იქვე სკამზე ჩასძინებოდა,
ტანზე  ლაბადა  სიცივისგან წამოეხურა.

კაცს რა ამინდი დაადგება  არავინ იცის,
პაპა თევდორე  კვლავ იქნება დაღლილი შრომით,
ასე თუ ისე  ჩვენს ჯიბეშიც  ,,გროშები,, ყრია ,
თევდორ¹ესავით ტკბილ ლუკმა-პურს როგორ ვიშოვით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი