შემოდგომაზე ფოთოლთცვენა რომ დაიწყება


შემოდგომაზე ფოთოლთცვენა რომ დაიწყება



შემოდგომაზე ფოთოლცვენა რომ დაიწყება,
შრიალს შეწყვეტენ, გაშიშვლდება ხეთა რიგები,
გაბუტული ხარ ,როგორც ლურჯი ია წვიმაში,
ნაბიჯს გადმოვდგავ, მე პირველი შეგირიგდები.

გაზაფხულდება,  ეს სიშიშვლეც  აღარ იქნება,
აყვავდებიან ბუჩქის ძირას  მორცხვი იები,
დღეს  რომ  არ გითხრა, შენ ამ წუთში როგორ მიყვარხარ,
აბა მითხარი  ,ჩემს თავს როგორ ვაპატიებდი.

შენზე დავწერო ლექსი რაღაც  ძალა მკარნახობს,
უნდა განახა ამ ჩუმ ჩურჩულს, როგორ ვრიგდები,
ბუტიაობა  გაატანე ამ  ფოთოლცვენას,
ვიცი გიყვარვარ , შენც პირველი შემირიგდები.

შემოდგომაზე  ფოთოლცვენა  რომ დაიწყება, 
ატყდება წვიმა,  წვიმას შეცვლის  თოვლი და ქარი,
ხელი რომ გთხოვო  ,ნუ შეგრცხვება როგორც გვირილას,
მოდი იყავი ჩემი ცოლი, .მე შენი ქმარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი