აბა,როგორა ვარ
აბა,როგორა ვარ მითხრეს გათხოვდაო, აბა როგორა ვარ, სხვასთნ აგინთია ჩამქრალი კერაო, თითზე ეგ ბეჭედი თურმე გიბრჭყვიალებს, კაბა სადედოფლო ვინ შეგიკერაო. მითხრეს გათხოვდაო,შაბათს ქორწილი აქვს, მე არვიქნები სტუმრების სიაში, ზღვა ხალხის ნაკადს მეც შემოვუერთდები, ვერ მეტყვი არ მოხვიდე ეკლესიაში. იქვე ვიდგები და ალბათ დამინახავ, თვალებს მომაცილებ არაფერს შეიმჩნევ, უკან ისევ უხმოდ გამოვბრუნდები და ღვინის დასალევად ჩუმ დარდებს შევიჩვევ. იქნებ მეც ჩავიცვა მღვდელის ანაფორა, ჩემი საცხოვრებელი გახდეს კელია, როგორ გიხდებოდა თეთრი საქორწილო, კაბა ქორწილისთვის რომ შეგიკერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი