ვინ ვარ
ვინ ვარ ვერ გამაღვიძებს მამლის ყივილი, ძაღლების ყეფა, ნადირის ბრდღვინვა, ხვალინდელი დღე ჩემს სათქმელს იტყვის, თუ ვინ ვიყავი ან მკვდარი ვინ ვარ. ყველა მოვკვდებით, სახელის გარდა, ადამიანი მთისა თუ ბარის და გამოჩნდება სიკვდილის შემდეგ, ვინა გვყოლია აქ მეგობარი. ვერ გამაღვიძებს მერცხლის ჭიკჭიკი, შენი ძახილი,შრიალი იმ ტყის, ვერ გავათენო ეს ზამთრის ღამე, ხვალინდელი დღე ჩემს სათქმელს იტყვის. მოხუცებული ვზივარ ბუხართან და ზამთრის ღამეს ღიმილით ველი, ჩვენი ყოველი ფეხის ნაბიჯი, განა დარჩება შეუმჩნეველი? ვერ გამაღვიძებს, წამო დავლიოთ, თქვენი ძახილი,შრიალი იმ ტყის, ყველა იმათი სადღეგრძელოა, კაცი იყოვო ვინც ჩვენზე იტყვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი