გუშინ რომ ქალი წყაროზე ვნახე


გუშინ  რომ ქალი წყაროზე ვნახე

ვარდი არიყო რომ მომეწყვიტა,
რომ გამეტყუა, არ ვარ  ურია,
გუშინ რომ ქალი წყაროზე ვნახე,
ვინმემ თუ იცით ,სადაურია.

ვერ მოვასწარი, მეთქვა ვინახარ,
ამ ჩემს მხარეში საიდან სადა,
ზაფხული იყო,ალბათ სცხელოდა,
გასაგრილებლად წყაროს წყალს სვამდა.

რა სილამაზე, რა მიხვრა-მოხვრა,
მითხარი სარკევ, სად ის და სად  მე,
რა პატარაა ეს საქართველო,
გადავეყრები როდისმე,სადმე.

ამ სიბერეში გულო  რა მოგდის,
ფიქრების წვიმამ სად აურია,
გუშინ რომ  ქალი წყაროზე ვნახე,
ვინმემ მითხარით, სადაურია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი