0 1 8
ჰარალე
ჰარალე
როგორ მინდა რომ ჭიქა ღვინოში ,
მე ჩემი თავი მთვრალმა რომ ვმართო ,
ისე არ მოვკვდე მგლების ხროვაში ,
საფლავი მქონდეს უმისამართო .
მინდა რომ ვიყო ადამიანი ,
არა სახელად და არა გვარში ,
მინდა მეც გავცე რაც გამაჩნია
და არავისთან არ დავრჩე ვალში .
როგორ მინდა რომ ჭიქა ღვინოში ,
მე ჩემი თავი მთვრალმა რომ ვიცნო ,
ერთი უბრალო ყარაჩოხელი,
არ მიმატოვოთ თუ სადმე მიცნობთ .
როგორ მინდა რომ ჭიქა ღვინოში ,
კიდევ შევძახო ჰარი ჰარალე ,
შუბლი გახურდა ვაზის ცრემლებით ,
დღევანდელი დღეც მე დამაბრალეთ .
მთვრალისთვის სახლში გამცილებელი ,
ვარსკვლავებია , ჰოდა დაღამდა ,
ჰე ! ვარსკვლავებო გზა გამინათეთ ,
წასასვლელი ვარ, შემომაღამდა .