სზვაზე ნაკლებად არც მე მიყვარს ჩემი სამშობლო
სხვაზე ნაკლებად არც მე მიყვარს ჩემი სამშობლო სხვაზე ნაკლებად არც მე მიყვარს ჩემი სამშობლო, უნდა გვესმოდეს გამარჯობა , ძმაო ქართველო, თუ გიფიქრიათ რას იტყოდა მაინც ილია, ცალი თვალით რომ დაენახა დღეს საქართველო. ვაჟას არწივი დღესაც ისე იარწივებდა, ჩვენც გავუზარდოთ საქარველოს ქართველად შვილი, ვეღარ გაიგებ, დღეს ქართულად ვინ ლაპარაკობს, წამოახედა, რას გვეტყოდა გოგებაშვილი. ტატოს მერანი ისევ ისე გაფრინდებოდა, გააჭენებდა ცაში აჭრილს კარგი მხედარი, ჯერ შემიძლია საქართველოს კარიბჭედ ვიდგე, ბებერი გული საგულეში ცოცხლობს, მხნედ არის. რომ დაგიძახო გამაგონე,ყურს ნუ მოიდვრენ, სხვის მიწა-წყალზე შენ რა გინდა ჩემო ქართველო, თუ გიფიქრიათ ,რას იტყოდა მაინც ილია, ცალი თვალით რომ დაენახა დღეს საქართველო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი