მშობლის დარიგება
მშობლის დარიგება არ მოიპარო შვილო არასდროს, რომც არა გქონდეს ლუკმა სამყოფი, დაიმახსოვრე თავი ქუჩაში , აღარ გექნება გამოსაყოფი. ვინ იცის ,რამდენ რამეს იტყვიან, თავისი ენით რამდენი გგესლის, ის ვინც მეგობრად დღეს მიგაჩნია, ვინ იცის, ხვალე ტალახსაც გესვრის. მეზობლის ხეზე დაუკითხავად, არ მომიწყვეტავს შვილო ნაყოფი, ბევრჯერ მშიოდა, ბევრჯერ მწყუროდა, მაგრამ მე მქონდა ლუკმა სამყოფი. არ მოიპარო შვილო არასდროს, არსად წაგიცდეს ვინმესთან ხელი, იცოდე, ყველა ლუკმას გერჩივნოს, გაუტეხელი შენი სახელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი