ქალის გუმანით ხვდები მიყვარხა
ქალის გუმანით ხვდები მიყვარხარ ქალის გუმანით ხვდები მიყვარხარ, მომესალმები, თვალებს მაშორებ, მოგიახლოვდე თითქოს შორსა ხარ, ერთი ნაბიჯიც კი არ მაშორებს. ფრთხილობ ,არ მივხვდე შენს ქალურ ზრახვებს, მიჰყვები გულის ფიქრსა და კარნახს, მე ისე ვცდილობ, როგორც მეთევზე, შიშველი ხელით დავიჭერ კალმახს. სიმართლე გითხრა, ფიქრმა დამღალა, მაგრამ ეს ფიქრი ჩემი ხვედრია იცი? მიყვარხარ, ეს სიყვარული, არც ისე ძნელი მისახვედრია. ტუჩის კუთხეში ჩუმი ღიმილი, დაბნეულობით ტუჩების კვნეტა, შენს სათქმელს არც ეს ზღვა მე არ მეტყვის, შენ უნდა მითხრა, რას მეტყვი ნეტავ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი