ნეტავი ვისზე ფიქრობს ეს ქალი


ნეტავი ვისზე ფიქრობს ეს ქალი


ნეტავი ვისზე ფიქრობს ეს ქალი,
ნეტავი ვისმა ფიქრმა დალია,
არ შეარჩინა ჯამს ღვინის წვეთი,
გაუმარჯოსო ,თქვა და დალია.

იქვე ჩამოჯდა მეარღნის გვერდზე,
ვინ იცის გულში უწვიმს, ქარია,
თავს იკავებდა არ შემჩნეოდა,
სიმთვრალე ,ის ხომ მაინც ქალია.

მეარღნემ ჯამი ღვინით გაუვსო,
განა არ დალევს რახან ქალია?
თითქოს თვალები მოუწყლიანდა,
მიყვარხარო და ჩუმად დალია.

ითხოვა  ,ერთი მომაწევინეთ,
თამბაქოს კვამლში დარდი გარია,
თვალის გუგები ცრემლით აევსო,
თქვა -სიყვარულო, შენი ბრალია.

ვისზე ფიქრობდა  ნეტავ ის  ქალი,
ეტყობოდა რომ დარდმა დარია,
მთვრალს არ წამოსცდა მისი სახელი,
გაუმარჯოსო თქვა და დალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი