შენ რომ შემიყვარდი სად იყო ღმერთი


შენ რომ შემიყვარდი, სად იყო ღმერთი

დილით დავანთე სანთელი ჩაიწვა,
ცრემლად დაიტოვა შანდალზე ღვენთი,
თავი მოვიკლა შეგატყობინებენ,
შენ რომ შემიყვარდი, სად იყო ღმერთი.

ფიქრები, ფიქრების ორომტრიალი,
დატრიალდება ჩემს თავზე როდინი,
ერთხელ მოვედი,ერთხელ მათქმევინა,
შენს გამო ღირდა სიცოცხლე, ლოდინი.

თოფი გავარდება, მეც გავჩუმდები,
სუნი აიჭრება ჰაერში დენთის,
თავი მოვიკლა შეგატყობინებენ,
შენ რომ შემიყვარდი, სად  იყო ღმერთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი