ინგილო ქალი


ინგილო ქალი


საინგილოდან ქალმა მზერა გამომაყოლა,
დამემშვიდობა ,დამიქნია ხელი, ნახვამდის!
სულ ფეხშიშველი ჩავიდოდი საინგილოში,
ახლოს თუ ვეღარ , შორიდან ხომ დავინახავდი.

პატარა სახლი,მოდიოდა იქვე მდინარე,
შემოჩვეული ხელზე ჰყავდა მტრედები, წერო,
ნომერი ვკითხე ტელეფონის, მან მიპასუხა,
თითქოს მრცხვენია,მომეწონა  როგორ მივწერო.

სახელი მითხრა,სილამაზე კაცს დაღუპავდა,
ისეთი ქალი არსად,არსად არ დამლანდია,
სულ ფეხშიშველი ჩავიდოდი ტყე-ტყე და გზა-გზა,
დედამიწაზე, ღვთისმშობელო შენი ლანდია.!

ინგილო ქალმა ჩუმი მზერა გამომაყოლა,
სხვა დანარჩენის გული ჩემგან დათხოვილია,
თუ შემიყვარდა, აი მაშინ ვიქნები ცოდო,
ისიც არ ვიცი მარტოა თუ გათხოვილია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი