დეკემბერია, ხომ არ გცივა ცემო ჩიორა
დეკემბერია, ხომ არ გცივა,ჩემო ჩიორა მე უნებლიედ ხელი-ხელზე მომიხვდა თითქოს, რა გაყინული ხელი გქონდა,ხომ არ გციოდა, არც ყინვა იყო გაეყინა შენთვის ხელები, ზამთარი იყო, მაგრამ ფიფქიც არა ცვიოდა. დეკემბერია, ხომ არ გცივა, ჩემო ჩიორა, შენი თვალები, ჩემს თვალებთან დღეს იყო ახლო, შენ ყვავილი ხარ, რომ მოგწყვიტო ხომ დამიჭკნები, შორიდან უნდა გიყურო და ხელი ვერ გახლო. წამოვა თოვლი მე ჩემს ხელებს გადაგაფარებ, არ დაგასველებს ფანტელების ქათქათა ფთილა, სიტყვა მიყვარხარ-ს მე არ გეტყვი ესეც მიყვარხარ, სხვამაც რომ გითხრას მიყვარხარო იყავი ფრთხილად. მე უნებლიედ ხელი-ხელზე მომიხვდა თითქოს, შენი თვალები ჩემს თვალებთან დღეს იყო ახლო, შენ ყვავილი ხარ, რომ მოგწყვიტო ხომ დამიჭკნები, შორიდან უნდა გიყურო და ხელი ვერ გახლო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი