მოდი.დავიბედოთ ქალო ერთმანეთი


მოდი დავიბედოთ ქალო ერთმანეთი


მოდი დავიბედოთ ქალო ერთმანეთი,
მოდი გავახაროთ  იანვარში  ვარდი,
მაშინ შენ რომ მკითხე, ვინმე თუ მომწონდა,
მაშინ  დაგიმალე, ქალო შენ მიყვარდი.

მოდი დამაბედე შენი დედოფლობა,
მოდი მაგრძნობინე ჩემს გვერდით რომ ხარო,
მოდი  მაბატონე შენში ქალბატონო,
მეტი რაღა გითხრა, როცა მიყვარხარო.

მოდი გავახაროთ იანვარში ვარდი,
სხვაგან მე რა ვიცი ,მაგრამ ჩვენთან ხარობს,
მოდი დამებედე,ყურში ჩამჩურჩულე,
- ბიჭოვ ვინც შენ გიყვარს, გოგო აქა ვარო.

მოდი დამაბედე შენი სიყვარული,
მიდი  დავანახოთ თოვლშიც ხარობს ვარდი,
მაშინ შენ რიმ მკითხე,ვინმე თუ მომწონდა,
რატომ მოგატყუე როცა შენ მიყვარდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი