სადა ხარო
სადა ხარო ყველა ლამაზს და პრანჭიას მირჩევიხარ, სადა ხარო, გუშინ სახლში შემოგძახე, ჩემო გოგო სადახარო. ეს ყვავილი დამიჭკნება, ვის ბაღში და სად ვახარო, მთელ ქალაქში დაგეძებდი, დედოფალო სადახარო. დავითვრები, ვერ ვფხიზლდები, ვაჰ მე, ღვინის სმადა ვარო, ჭადრის ხის ქვეშ გამეღვიძა, ჩემ თავს ვკითზე სადავარო. რუსთაველზე გამოგივლი, შევხვდეთ სკვერში სადახარო, ყველა ლამაზს და პრანჭიას მირჩევიხარ, სადა ხარო. გეკითხები! ყვავილები, სხვის ბაღნარში სადა ხარობს, წყაროზე ხომ არ ჩახვედი, ჩემო გოგო სადახარო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი