ამ სახლში ერთი კაცი ცხოვრობდა
ამ სახლში ერთი კაცი ცხოვრობდა ამ სახლში ერთი კაცი ცხოვრობდა, კაცი ბერმუხა,.პაპა დათება, ბაბო ეტყოდა სიცილ-კისკისში, შენ კი შეგჭამონ კაცო დათვებმა. - ყოველდღე სმა და ყოველდღე სუფრა, - კაცო ყოველდღე მაგიდის გაშლა, ბაბოს ეტყოდა, - შე დალოცვილო, მაშ არ დავლიო, ყელი რომ გაშრა?! - უნდა დალიო ,მაგრამ ამდენი ხალხის ყოველდღე მისვლა და მოსვლა! ბაბოს ჩახედა დაღლილ თვალებში და თეთრი ღვინო დოქიდან მოსვა. ქვევრებში ღვინო, თეთრი თუ შავი, ბეღელში პური, ბოსელში ვაცი, სტუმარს მშიერს რომ არ გაუშვებდა, ასეთი იყო ის პაპა კაცი. ლოთზე იტყოდა, ლოთი არ არის, მთვრალზე იცოდა, ეს რა მთვრალია, ულვაშზე ხელს რომ გადაისვამდა, იტყოდა! ქალო ღვინის ბრალია. და თუ მართლაა იქ მისავალი, ამ ერთი ჭიქით იქაც დათვრება, ამ სახლში ერთი კაცი ცხოვრობდა, კაცი ბერმუხა, პაპა დათება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი