ალუჩამ კვირტი გაშალა
ალუჩამ კვირტი გაშალა ალუჩამ კვირტი გაშალა, ბაღში ყვავილი, ვარდებმა, აბა რა ჩვენი ბრალია, ვინმე თუ შეგვიყვარდება. ბუჩქიდან ხმები მომესმა, რომ ჩურჩულებდნენ იები, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, კოცნას თუ მაპატიებდი! შენ რა ეკალმა გიკბინა, კოცნა გითხარი, არაო, რაში დაგჭირდა სახეზე, რომ აიფარე მარაო. განა ეგ შენი ტუჩები, არ მიკოცნია ქალაო, მაშინაც გეთქვა უარი, მაშინაც გეთქვა არაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი