ღალატი


ღალატი


ნუგეშინია თოვლის ფიფქების,
შენ რომ გადნება ნელ-ნელა თმებში,
თბილი ხარ ისე, როგორც არასდროს,
რატომ გციოდა ვარდობის თვეში.

მესმის მე  შენი ჩუმი  ჩურჩული,
ვხედავ ცრემლიან  უძირო  თვალებს,
ხელის მომკიდედ გყავდა  ვარსკვლავი,
არ ეცალაო მითხარი   მთვარეს.

ო, როგორ ქროდა,ფოთლები ხეზე
ქარს ერთიც ზედ  არ დაუტოვია,
ჩვენს საუბარში და შენს ჩურჩულში,
თმებზე რამდენი დაუთოვია.

ო, როგორ თოვდა ,თოვდა და თოვდა,
ღრუბლები სადღაც  გაფანტა ქარმა,
სახლში მისვლა რომ დაგაგვიანდა,
ხომ არაფერი არ გითხრა  ქმარმა!

მესმოდა შენი ჩუმი ჩურჩული,
მე უსირცხვილოდ  მოგხვიე ხელი,
შენი შვილისთვის  დაგირქმევია,
არც შემეკითხე ჩემი სახელი.

ო , როგორ ქროდა, ფოთლები ხეზე
ქარს ერთიც ზედ არ დაუტოვია,
ჩვენ საუბარში და შენს ჩურჩულში,
თმებზე რამდენი დაუთოვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი