შენთან მტრედივით ღუღუნი მინდა


შენთან მტრედივით ღუღუნი მინდა

აი, იმ ორ მტრედს სხვენში ხომ ხედავ,
რომ ღუღუნებენ  თეთრი და სერი,
შენთან მტრედივით ღუღუნი მინდა,
ავშალო შენი  სახლის  მესერი.

შეხედე როგორ ეღუღუნება
მამალი დედალს, ღუღუნებს  მტრედო,
ჩემი მიყვარხარ ქალო არ გესმის,
შენი ღუღუნი მასწავლე მტრედო.

აი ,იმ ორ მტრედს სხვენში ხომ ხედავ,
რომ ღუღუნებენ თეთრი და სერი,
აბა თუ მეტყვი, თეთრმა ღუღუნით,
რატომ დამალა ფრთის ქვეშ კისერი.

მანატრებინე ვყოფილიყავით,
შენ თეთრი მტრედი, მე სერი მტრედო,
იქნებ მოფრინდე ჩემს ხელის გულზე,
შენი ღუღუნი მასწავლე მტრედო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი