იმ ქალს გაუმარჯოს, რომელმაც იცის რომ გიყვარ


იმ ქალს გაუმარჯოს, რომელმაც  იცის რომ  გიყვარს

იმ ქალს გაუმარჯოს, რომელმაც იცის რომ  გიყვარს,
თითქოს რცხვენია, ვერ გიყურებს ,თვალს ვერ გისწორებს,
თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, მაგრამ  ვერ ამბობს,
გაეღიმება, სიმორცხვისგან თმას გაისწორებს.

იმ ქალს  გაუმარჯოს, რომელმაც იცის  შენახარ,
გამოგაყოლებს თვალებს ჩუმად,  როგორც მელია,
შენს სიახლოვეს  სადაც არის ყველგან  რომ იგრძნობს,
რომელმაც იცის  ,თუ ვის უყვარს და რომელია.

იმ ქალს გაუმარჯოს, რომელმაც იცის რომ   გიყვარს,
მისთვის ერთი ხარ, დაჰყვებოდეს მთელი ,,ამალა,, ,
გუშინ რომ ვკითხე სიყვარულზე, იცით რა მითხრა?
- ვის ვუყვარვარო , არსებობა ჩემი დამალა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი