ვისი ღვინისაა ასე მათრობელა


ვისი ღვინისაა ასე მათრობელა

ვისი ღვინისაა ასე მათრობელა,
თვალი მებინდება,ფეხი ამერევა,
ქვევრში დამაჭრდება,შემდეგ დაღვინდება,
ღვინის სადღეგრძელო ღვინით დამელევა.

მკვდარს რომ გააცილებს, ცოცხალს ადღეგრძელებს,
ზოგსაც მისამართი სახლის  აერევა,
ბევრმა ყურძნობაში უნდა ჭამოს მხოლოდ,
განა ხოხბის  ცრემლი  ყველას  დაელევა!

ჰეი შენ მეარღნევ რამე ლოთიანი,
ბინდი გადამეკვრა, ღვინო დამერევა,
ჩუმად ვიჩურჩულო, ღვინო მათქმევინებს,
შენი სადღეგრძელო ქალო დამელევა.

ვისი ღვინისაა ასე მათრობელა,
წვეთს რომ არ დატოვებ, ჭიქა დაგეცლება,
შემოგხედავენ და ნახეთ მთვრალიაო,
მარტოს დაგტოვებენ, ყველა გაგეცლება.

მარტო დარჩენილი ჭიქას ავიღებ და
უფრო მომერევა, უფრო დამერევა,
დღესაც დავითვრები, არა! დავითვერი.
თქვენი სადღეგრძელო, თქვენიც დამელევა.

მერე? მერე  სახლში წავალ ბარბაცით და 
მთვრალი კაცისათვის ღამე როდიაო,
შემთხვევით ქუჩაში თუ სადმე მიცანით,
ჩემზე არათქვათ რომ ეს ხომ ლოთიაო.

ვისი ღვინისაა ასე მათრობელა,
წვეთს რომ არ დატოვებ, ჭიქა დაგეცლება,
შემომხედავენ და ნახეთ დამთვრალაო,
მთვარე გამაცილებს, ყველა გამეცლება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი