ჩემზე გეტყვიან გალოთდა, ეგ დაიჯერე


ჩემზე გეტყვიან გალოთდაო, ეგ დაიჯერე


ჩემზე გეტყვიან გალოთდაო, ეგ დაიჯერე,
არ უყვარხარო, ბევრი გეტყვის ვინმე,  ,,მავანი,, ,
არ დაუჯერო, შენ ხომ იცი როგორ მიყვარხარ,
რომ ჩაგჩურჩულე ყურს გვიგდებდა იასამანი.

გაუარესდა ამინდები, ნისლი ჩამოწვა,
თოვლს წვიმა შეცვლის,წვიმას ქარი, მომბეზრდა ყველა,
მე მირჩევნია წვიმის შემდეგ ცას რომ დახატავს,
შენი ღიმილის მსგავსი კარგო, ის ცისარტყელა.

აბა მითხარი, ეშმაკი ხარ გემახსოვრება,
როგორ  გითხარი მიყვარხარო, ფიქრობს ,, მავანი,, ,
შენ თუ ვერ მეტყვი ,თუ გრცხვენია მოდი და ვკითხოთ,
კი!უყვარხარო ამას გეტყვის იასამანი.


.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი