ვცდილობ მიგახვედრო ჩემი სიყვარული
ვცდილობ მიგახვედრო ჩემი სიყვარული ვცდილობ მიგახვედრო ჩემი სიყვარული, თითქოს ხვდები, იცი, ჩემი გულის ფეთქვა, იმ დღეს გადავწყვიტე, ცოტა შემრცხვა კიდეც, მე შენ მიყვარხარო -ეს სიტყვები მეთქვა. ხან რა მოგწერე და ხან რა შეგეკითხე, ვფრთხილობ არ გატკინო გული , ერთი მუჭა, წუხელ დამესიზმრე, დილაც თენდებოდა, ძილი გავაგრძელე ,თვალი დამეხუჭა. ხელებს გიკოცნიდი, გათენებულიყო, მზე გორებიდან დღესაც ამოვაო, შენც თუ ჩემნაირად ცოტას მაინც ფიქრობ, ჩვენი სიყვარული ქალო გამოვაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი