ვისი ღვინისაა ასე მათრობელა


ვისი ღვინისაა ასე მათრობელა

ვისი ღვინისაა ასე მათრობელა,
თვალი მებინდება,ფეხი ამერევა,
ქვევრში დამაჭრდება,შემდეგ დაღვინდება,
ღვინის სადღეგრძელო ღვინით დამელევა.

მკვდარს რომ გააცილებს, ცოცხალს ადღეგრძელებს,
ზოგსაც მისამართი სახლის  აერევა,
ბევრმა ყურძნობაში უნდა ჭამოს მხოლოდ,
განა ხოხბის  ცრემლი  ყველას  დაელევა!

ჰეი შენ მეარღნევ რამე ლოთიანი,
ბინდი გადამეკვრა, ღვინო დამერევა,
ჩუმად ვიჩურჩულო, ღვინო მათქმევინებს,
შენი სადღეგრძელო ქალო დამელევა.

ვისი ღვინისაა ასე მათრობელა,
წვეთს რომ არ დატოვებ, ჭიქა დაგეცლება,
შემოგხედავენ და ნახეთ მთვრალიაო,
მარტოს დაგტოვებენ, ყველა გაგეცლება.

მარტო დარჩენილი ჭიქას ავიღებ და
უფრო მომერევა, უფრო დამერევა,
დღესაც დავითვრები, არა! დავითვერი.
თქვენი სადღეგრძელო, თქვენიც დამელევა.

მერე? მერე  სახლში წავალ ბარბაცით და 
მთვრალი კაცისათვის ღამე როდიაო,
შემთხვევით ქუჩაში თუ სადმე მიცანით,
ჩემზე არათქვათ რომ ეს ხომ ლოთიაო.

ვისი ღვინისაა ასე მათრობელა,
წვეთს რომ არ დატოვებ, ჭიქა დაგეცლება,
შემოგხედავენ და ნახეთ მთვრალიაო,
მარტოს დაგტოვებენ, ყველა გაგეცლება!

მარტო დავრჩები და ფიქრი გამაჭენებს,
ნახეთ მთვრალიაო, სხვაც თვალს გამაყოლებს,
მერე?მერე წავალ ნელი ნაბიჯებით,
სახლში დასალევად ერთ ბოთლს გავაყოლებ.

სახლშიც დავამატებ, სახლშიც  დავითვრები,
თქვენი შეძახილი, სახლში გამაცილებს,
ბევრი ჩემზე იტყვის ,ღმერთმა გაუმარჯოს,
ბევრსაც  საქციელი ჩემი გააცინებს.

ვისი ღვინისაა ასე მათრობელა,
წვეთი არ დავტოვე, ღვინო დამერია,
ბევრმა ყურძნობაში უნდა ჭამოს მხოლოდ,
მეც არ მესმებოდა ,მაგრამ დამელია.

ისე დავითვერი ,დროც კი აღარ მახსოვს,
დღეს რა დღე არის, საათის რომელია,
ვისი ღვინისაა ასე მათრობელა,
მართლა დავითვერი,ღვინო მომერია.

მოდი, სახლში წავალ ნელი ნაბიჯებით,
მთვრალი კაცისათვის ღამე როდიაო,
შემთხვევით ქუჩაში თუ სადმე მიცანით,
ჩემზე არათქვათ ,რომ ეს ხომ ლოთიაო.

უბრალოდ დავითვერი, თქვენც ხომ დამთვრალხართ,
აღარც დრო მახსოვს, საათის რომელია,
ვისი ღვინისაა ასე მათრობელა,
მართლა დავითვერი,ღვინო მომერია,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი