ხე


ხე

როცა მე მიწად გადავიქცევი,
მერე მიწიდან ამოვალ ხედო,
ის ხე ვიქნები, ყოველ დილით რომ
შენს ფანჯარაში შემოვიხედო.

ავშრიალდები,ავხმაურდები,
ჩიტო ნიბლიავ ნეტავ რას გალობ,
მზეს მოგიჩრდილავ ჩემი ტოტებით,
არ გაგეღვიძოს პატარა ქალო.

შენ ყოველ დილით მომესალმები,
შენს გვერდით ხვალე  ვიდგმები ხედო,
ცულიც ვერ მომჭრის,მეხის დაცემაც,
შენს ფანჯარაში  შემოვიხედო!

ყველგან ვცდილობდი ჩემს სიცოცხლეში,
ცხოვრების  ხაზი სწორად გამევლო,
ისე ვიცხოვრე რომ თავდახრილმა,
შვილო ქუჩაში შენ არ გაგაევლო.

ჩემო პატარა საქალბატონე,
შენს ,,ნუკრის,,  თვალებს უფალიც ხედავს,
ის ხე ვიქნები, ყოველ დილით რომ
შენს ფანჯარაში შემოიხედავს!

შენ გაიზრდები,მეც გავიზრდები
პატარა ნერგი, უკვე დიდ ხედო,
ის ხე ვიქნები ყოველ დილით რომ
შენს ფანჯარაში შემივიხედო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი