მე დაგანახვებ როგორ უყვართ თურმე პოეტებს


მე დაგანახვებ როგორ უყვართ თურმე პოეტებს,


მე დაგანახვებ როგორ უყვართ თურმე   პოეტებს,
სიმორცხვე გვათრობს ენძელების, ღვინო კი არა,
რა დღე გათენდა, ხორცშესხმული ქალღმერთი გნახე,
- დღეს ჩემს ქუჩაზე სილამაზემ ჩამოიარა.

მე დაგანახვებ, რომ უყვარხარ უბრალო  პოეტს
და ცხელ ასფალტზე ნაბიჯების ხმაური  მესმის,
ჩემი სიკვდილით თუ არ მოვკვდი მე შენს მკლავებში, 
მურა ძაღლივით მე  ქუჩაში ვიღაცა მესვრის.

მე დაგანახვებ ,როგორ უყვართ თურმე პოეტებს,
შენი ტუჩები დასალევად, როგორც ,,შარბათი,, ,
მე მიხარია ჩემს  ქუჩაზე რომ გამოივლი,
მე მიხარია, დღე რომ მოვა ისევ შაბათი.

მოვალ და გეტყვი -გამარჯობა, თქვენი სახელი ?
ყვავილს ერქმევა ან ენძელა, ანდა იაო,
ვარდებმა ჩუმად, ჩუმად, ჩუმად იცი რა მითხრეს?
იქნებ სახელი მაგ გოგონას, ჩვენი ჰქვიაო!

სახელს არა  აქვს მნიშვნელობა ,თუ რა გერქმევა,
მთავარი არის სიყვარული და მოვლა მისი,
სადღა გიპოვნო, ყვავილებში რომ შეერევი,
ბევრი მოკრიფავს იმ ყვავილებს, მოვა მაისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი