აპრილი
აპრილი აპრილში თოვლი მოვიდა, დააზრო ტიტა , შროშანი, ჩემიდან ქალო შენამდე, არც თუ ისე რა, შორს არის. ჩემს ბავშვობაში მე მახსოვს, ყვავილის ფიფქი ცვიოდა, აპრილში ,მეც მოხუცივით, მზეს ვნატრულობდი მციოდა. აპრილში თოვლი მოვიდა, აღარ ჩანს ჩიტისთვალაო, შენ რომ იცოდე გიხდება, ქალო ეგ ჩითის კაბაო. გუშინ მერცხლებიც მოფრინდნენ, ჭიკჭიკი ცაში გაისმა, შენ თუ დღეს ჩუმად იქნები, რაუნდა მითხრას მაისმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი