აი,ამ სახლში მე დავიბადე


აი, ამ სახლში მე დავიბადე.


აი, ამ სახლში მე დავიბადე,
მაგრამ ვინ იცის სად დავვარდები,
ვერ დამიტიროს დედის თვალებმა,
ვერ მომიტანოს სატრფომ ვარდები.

არავინ იცის ,გარეთ გასული
თუ დაბრუნდება როდისმე შინო,
დრო მოვა, სატრფო სხვას გაუღიმებს,
დედა!მოგიკვდეს სადა ხარ შვილო.

სატრფო  სხვის გულში აყვავილდება,
თუ ვინ ვიყავი გულში გადამშლის,
დედა ჩემს სურათს შეეჩეხება,
ალბომს ცრემლებით როცა გადაშლის.

აჟღურტულდება ცაში მერცხალი,
აყვავდებიან ისევ ვარდები,
აი, ამ სახლში მე  დავიბადე,
მაგრამ ვინ იცის სად დავვარდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი