იესო


იესო

ჯვარზე გაგაკრეს, გაწამეს,
ხელ-ფეხი  ლურსმნით გბნიესო,
ზოგმა უარგყო , არ გიცნეს,
ბევრმაც გიტირა ,იესო.

არ დაიშურეს მათრახი,
სამოსი დაგიხიესო,
შენს სათქმელს  ისევ ამბობდი,
თვალი ვერ აგიხვიესო,

ერთი არ დაგიჩივლია,
სისხლი წვეთ-წვეთად გდიესო,
იძახდნენ, ვინ უჯერებდათ,
ეს მესიაა იესო,

გადაგიტყავეს მათრახით
ბეჭები ,  ძირს გათრიესო,
ზედ გაფურთხებდნენ ყიჟინით,
მუხლებით გაგათრიესო.

შენს ლუკმას უნაწილებდი
მშიერს,  შიშველს კი  მოსავდი,
მწყურვალს წყალს პეშვით ასმევდი,
უფალო იმ წყალს  რომ სვავდი.

ჯვარზე გაგაკრეს, გაფურთხეს,
სამოსი დაგიხიესო,
აზრი ვერ შეგაცვლევინეს,
თვალი ვერ აგიხვიესო.

ავაზაკთ შორის გაგაკრეს,
შენდობა გთხოვეს ,იესო,
ანგელოზებმა ზეცაში,
სამ დღეში მიგიწვიესო.

წარბიც კი არ შეუხრიათ
ადამის იმ ნაშიერსო,
ისევე იმათ გაგყიდეს,
ვისაც არ ტოვდი მშიერსო.

პილატეს ორჯერ მიგგვარეს,
ძაღლივით მოგისიესო,
მან ბარაბაში  გაგცვალა,
ვინ გამჯობინა, იესო.

თავზე დაგადგეს გვირგვინი
ეკლისა, სისხლი  გდი ესო,
მაინც ლოცვაში იყავი,
შუნდოთ  უგუნიერსო.

გოლგოთას ფეხით ახვედი,
ჯვარზე გაგაკრეს, გწიესო,
მკვდრეთით  აღსდექი, უფალო,
ვინ სთქვა , მომკვდარა იესო.

დღესაც რამდენი უარგყოფს,
ოცდაათ ვერცხლად გყიდისო,
აღარ აცლიან უფალო,
მამალსაც  სამჯერ ყივილსო!

ცრემლები მცვივა უფალო,
არ გავხარ შენ მიწიერსო,
,, დიდება მოთმინებასა
შენსა, უფალო იესო ,,  .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი