ლოთი


ლოთი

ჩემზე ამბობენ ლოთიაო, მართლა ლოთი ვარ?
რა დაშავდა ,თუ კაცმა ერთი ბოთლი დალია,
რით ვერ გაიგეთ ამ ქალებმა, ღვინო  რომ კაცის,
დამათრობელი, ახლობელი, მეგობარია.

ჩემზე ამბობენ ლოთიაო, დღესაც დავლიე,
თქვენ არ გეგონოთ,,, რომ ლოთობამ ხელი დამრია,
თქვენ არ გინახავთ მართლა ლოთი,თავს რომ ვეღარ სცნობს,
რა დაშავდა თუ  კაცმა ერთი ბოთლი დალია.

და თუ ლოთია,მიზეზი აქვს რატომ დალია,
იქნებ რა უჭირს, მას ცხოვრებამ ზურგი აქცია,
თქვენ არასოდეს გაიშვიროთ ხელი დაცინვით,
თქვენ ხომ არ იცით  რა აწუხებს,  დღეს რა კაცია!

მე ღვინო მიყვარს,გლეხი კაცის დაყენებული,
ჩემმა სიმთვრალემ ეს ფიქრები გზა-გზა არია,
ო !როგორ მინდა გავიხსენო ახალგაზრდობა,
ვისთან დავლიო ,ის ბიჭებიც აღარ არიან.

ვატყობ სიბერე ძუ მგელივით მიახლოვდება,
რას დამამსგავსა , წლები მიჰქრის დაღმა, დამლია,
თქვენ  არასოდეს არ დაძრახოთ ქალებო, კაცებს,
რა დაშავდა თუ ერთი ბოთლი ღვინო დალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი